მთავარი პროკურატურის კომენტარი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე | Allnews.Ge

მთავარი პროკურატურის კომენტარი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე

საქართველოს მთავარ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, მიმართეს თუ არა ლიტვას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო ორგანოში განუცხადეს, პროკურატურას სხვადასხვა ქვეყნებთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომუნიკაცია აქვს, თუმცა სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებზე საუბარი არ შეუძლიათ.

"მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას, როგორც ყველა სხვა ძებნილი პირის შემთხვევაში, კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან და მიმდინარეობს ყველა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა. რაც შეეხება თემის ირგვლივ სხვა დეტალებს, სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ", - აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში იმყოფებოდა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ქვეყანას მისი ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა. ამჟამად ყოფილი პრეზიდენტი ლიტვაში იმყოფება.

myquiz