ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს | Allnews.Ge

ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურის წამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ Russia Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"დიახ, მე ვაპირებ ჩემი კანდიდატურის წამოყენებას, მაგრამ ყველაფერი იმაზე არის დამოკიდებული თუ რა ქმედებებს განახორციელებს "ქართული ოცნება". ისინი საკანონმდებლო ნორმებს ცვლიან. მათ კანონმდებლობის შეცვლა ისე უნდოდათ, რომ საქართველო სრულიად საპარლამენტო რესპუბლიკა გამხდარიყო. მათ შემდეგ არჩევნებზე პრეზიდენტის ირიბად არჩევა სურდათ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

myquiz