ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გეგმავს | Allnews.Ge

ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გეგმავს

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გეგმავს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის საკითხის დამუშავება დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს.

როგორც სააგენტო "რბკ"-ს აფხაზური და რუსული წყაროებიდან განუცხადეს, ვიზიტი 8 აგვისტოსთვის იგეგმება. ვიზიტის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან მოლაპარაკებების გამართვა იგეგმება.

დიმიტრი პესკოვს პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ბოლო ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში 2013 წლის აგვისტოში შედგა.

myquiz