მაიკ პენსი - რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის | Allnews.Ge

მაიკ პენსი - რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის

ტალინში ვიზიტით მყოფმა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის და აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს საფრთხე თავიდან აიცილოს.

"რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის და აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს საფრთხე თავიდან იქნას აცილებული. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ნატო-ს წესდების მე-5 მუხლს, რომლის თანახმად, ნატო-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა ყველა ჩვენთაგანზე თავდასხმაა", - განაცხადა მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე.

აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ესტონეთს, რომელსაც თავდაცვის ბიუჯეტში მშპ-ს 2% შეაქვს, რაც ნატო-ს მოთხოვნას წარმოადგენს.

"ჩვენ ვიცით, რომ ძლიერი და ერთიანი ნატო დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა კომუნისტური სისტემის დაშლის შემდეგ", - დასძინა მან.

myquiz