საქართველოს დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვევა | Allnews.Ge

საქართველოს დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, დღეს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვევა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან გვაცნობეს, 31 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მეუღლესა და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. 1-ელ აგვისტოს, 10:15 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა, რის შემდეგაც, 11:15 საათზე, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

15:15 საათზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლება "ღირსეული პარტნიორის" მონაწილე სამხედროებს შეხვდება.

მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში 1-ელ აგვისტოს დასრულდება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს 16:00 საათზე დატოვებს.

myquiz