დაპირებების აბსოლუტური უმრავლესობა შევასრულე - დავით ნარმანია | Allnews.Ge

დაპირებების აბსოლუტური უმრავლესობა შევასრულე - დავით ნარმანია

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მის მიერ გაცემული საარჩევნო დაპირებების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებულია, - ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ როდის აპირებს მერი მისი და საქალაქო სამსახურების მუშაობის ანგარიშის შეჯამებას.

"მე ვაპირებ ცალკე შემაჯამებელი ანგარიშის გაკეთებას, სადაც ვისაუბრებ სამი წლის განმავლობაში გაკეთებულ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტსა და პროგრამაზე, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და რაც შევასრულეთ. დაპირებების აბსოლუტური უმეტესობა მაქვს შესრულებული. ასე რომ, ვაპირებ შესრულებულ დაპირებებზე საუბარს ისევე, როგორც ვისაუბრებ იმ რამდენიმე პროექტზე, რომელიც დაწყებულია და შემდგომ გაგრძელდება", - განაცხადა ნარმანიამ.

დედაქალაქის მერს საუბრის დროს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის წარსდგება იგი სამწლიანი ანგარიშით საზოგადოების წინაშე.

სავარაუდოდ, დავით ნარმანია ანგარიშის პრეზენტაციას სექტემბერში გამართავს.

myquiz