პეტრო პოროშენკო - საქართველოს მიწაზე თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში | Allnews.Ge

პეტრო პოროშენკო - საქართველოს მიწაზე თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში

საქართველოს მიწაზე თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას საქართველოში მოწვევისთვის და სტუმართმოყვარეობისთვის.

"აქ არის მეგობრული ატმოსფერო. ჩვენი ერები იღწვიან თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის. ვიბრძვით ამ თავისუფლებისთვის, რადგან ჩვენი ერები რუსული აგრესიის მსხვერპლნი არიან", - განაცხადა პოროშენკომ.

საქართველო პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავის მხრივ, იმედი გამოთქვა, რომ პეტრო პოროშენკოს ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს.

myquiz