2017 წელს "რესპუბლიკურმა პარტიამ" შემოწირულობის სახით 20 ლარი მიიღო | Allnews.Ge

2017 წელს "რესპუბლიკურმა პარტიამ" შემოწირულობის სახით 20 ლარი მიიღო

2017 წლის 6 თვეში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში 250355.21 ლარი შეადგინა, აქედან ყველაზე მეტი - 131179 ლარი "ევროპულმა საქართველომ" მიიღო, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტატისტიკაში, რომელიც პოლიტიკური მიერ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში მიღებულ შემოწირულებებს მოიცავს.

პარტიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2017 წლის პირველ 6 თვეში ყველაზე მეტი შემოწირულება - 131179 ლარი "ევროპულმა საქართველომ - მოძრაობა თავისუფლებისთვის" მიიღო. მიღებული შემოწირულებების მიხედვით მეორე ადგილზეა "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" - 47816.64 ლარი, "გაერთიანებული დემოკკარტიული მოძრაობა" – 30000 ლარი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 24051.57 ლარი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" – 8770 ლარი, "საქართველოს ქრისტიან კონსერვატიული პარტია" - 6000 ლარი, "საქართველოს მშვიდობისათვის" – 720 ლარი, "საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია" – 691 ლარი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტია" – 607 ლარი, "ახალი მემარჯვენეები" – 500 ლარი და "საქართველო რესპუბლიკური პარტია" - 20 ლარი.

myquiz