"ქართველთა მარშში" მონაწილეთა ქმედებებზე "ევროპული საქართველო" სამოქალაქო სექტორთან და პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს | Allnews.Ge

"ქართველთა მარშში" მონაწილეთა ქმედებებზე "ევროპული საქართველო" სამოქალაქო სექტორთან და პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს

"ევროპული საქართველო" სამოქალაქო სექტორთან და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან "ევროპული საქართველო" აცნობეს, კონსულტაციების თემა "ქართველთა მარშში" მონაწილეთა ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებებია.

"ყველგან დასავლეთში არსებობენ პუტინის პროპაგანდის გამტარებლები, ფაშისტები, შავრაზმელები, ეს სამარცხვინო ხალხი და მათაც აქვთ, რა თქმა უნდა, სიტყვის თავისუფლება, მაგრამ თუ ისინი გადადიან ზღვარს და პირდაპირ მოუწოდებენ ძალადობისკენ, ამ შემთხვევაში 25 წლის გოგოს ჯგუფური გაუპატიურებისკენ და მის ადგილსამყოფელს ადგენენ, რეალურ ქმედებას გეგმავენ, ეს არის დასჯადი, ჩვენი ლიბერალური კანონებითაც კი. ისინი არიან ივანიშვილის მთავრობის, კალაძის და მთელი ამ გუნდის სატელიტები, მოკავშირეები და მათი და პუტინის მხარდაჭერით არსებობენ. ეს არის დიდი პრობლემა," - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

 

თათია დოლიძე "ქართველთა მარშის" ორგანიზატორების მუქარაზე პირველ კომენტარს აკეთებს

myquiz