მიხეილ სააკაშვილი - გიგი უგულავამ სანამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილი - გიგი უგულავამ სანამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს

გიგი უგულავამ სანამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს, - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ ეშინია სამართლებრივი პასუხისგების და რატომ გაურბის სამართლებრივ შეკითხვებს, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის ყოველთვის შორს იქნება ივანიშვილის პროკურატურისგან.

"ძალიან მარტივია ამაზე პასუხი. მე შორს ყოველთვის ვიქნები ივანიშვილის პროკურატურისგან, მაგრამ ახლოს ვიქნები, როდესაც ქართველი ხალხი დამიძახებს. რომელ კანონზე ლაპარაკობთ, ვინმეს გახსოვთ ბაჩო ახალაია რომელი მუხლით ზის? ან რომელი მუხლით ზის ციხეში ვანო მერაბიშვილი? იმიტომ, რომ ასე უნდოდა ივანიშვილს. გიგი უგულავა რატომ გამოუშვეს? სანამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ უშვებდნენ. "ქურდს შეაგინებ? - გამოდი მაშინ", მათი აზროვნება არის ქურდული, მათი კანონები არის ქურდული. ამიტომ არის, რომ ისევ გახშირდა კრიმინალი", - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოდან წასვლის მიზეზებზეც ისაუბრა.

"საქართველოდან წავედი იმიტომ, რომ მე დავამთავრე ჩემი ორი საპრეზიდენტო ვადა. მიმაჩნია, რომ არამხოლოდ მე უნდა დამესვენა, არამედ მივეცი საშუალება ქართველ ხალხს, რომ ჩემგანაც დაესვენა. მე 9 წლის განმავლობაში მასშტაბურად ვიყავი მათ ცხოვრებაში. მე ვფიქრობ, ყოველთვის სასარგებლოა მმართველებისგან დასვენება, ხანდახან მმართველებისთვისაც სასარგებლოა დასვენება", - განაცხადა სააკაშვილმა.

myquiz