გიორგი მარგველაშვილი - საზოგადოებამ არ გამაკრიტიკა და არ გამწირა | Allnews.Ge

გიორგი მარგველაშვილი - საზოგადოებამ არ გამაკრიტიკა და არ გამწირა

მთელი 4 წლის პროპაგანდის ფონზე, როდესაც ჩემს შესახებ მოვისმინე აბსოლუტურად ყველაფერი, სახელმწიფო გადატრიალებიდან დაწყებული, ნებისმიერი თეორია, საზოგადოებამ არ გამაკრიტიკა და არ გამწირა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში "არჩევანი" განაცხადა. ამით გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა მოქალაქის კითხვას, მოეწონებოდა თუ არა ისეთი პრეზიდენტი, როგორიც თვითონ არის. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ამის თქმა რთულია.

"მე, ბუნებრივია, ბევრ ჩემივე სისუსტეებზე და შეცდომებზე მაქვს ჩემი გამართლება.

ადამიანი მუდმივად ცდილობს გაამართლოს საკუთარი თავი. ასეთია ადამიანის ბუნება და, შესაბამისად, ბევრ რამეს ვამართლებ ჩემს თავში. მე მგონია, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ბევრად მეტი გაუკეთოს რიგით მოქალაქეებს.

როგორც რიგითი მოქალაქე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა ჩემგან ამ 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ მე ვერ უზრუნველვყავი ბევრი ძალიან რთული საკითხის გადაწყვეტა, მაინც უცნაურად ბევრად ნაკლებად გამაკრიტიკა საზოგადოებამ ვიდრე ამის მოლოდინი იყო. პირიქით, მთელი ამ სირთულეების მანძილზე, იმ პერიოდში, როდესაც მთელი პროპაგანდისტული მანქანა დაქოქილი იყო, დაერწმუნებინათ მოქალაქეები, რომ მე ვიღაცასთან ვარ ალიანსში, რომ მე არასწორად ვიქცევი, რომ პრობლემები ჩემს მიერ არის წარმოშობილი, ამ ფონზე, მთელი ამ 4 წლის პროპაგანდის ფონზე, როდესაც ჩემს შესახებ მოვისმინე აბსოლუტურად ყველაფერი, სახელმწიფოს გადატრიალებიდან დაწყებული, ნებისმიერი თეორია, საზოგადოებამ არ გამაკრიტიკა და არ გამწირა.

მე მადლობელი ვარ არა პოლიტიკური ელიტის, მაგრამ მადლობელი ვარ რიგითი მოქალაქეების, რომლებმაც არ გამწირეს. მე მენდომებოდა, რომ მეტი შემძლებოდა",- განაცხადა პრეზიდენტმა.

myquiz