კახა კალაძე - იურისტებმა უნდა შეისწავლონ რამდენად შეიძლება "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება | Allnews.Ge

კახა კალაძე - იურისტებმა უნდა შეისწავლონ რამდენად შეიძლება "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება

იურისტებმა კარგად უნდა შეისწავლონ "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულება, რამდენად შესაძლებელია მისი გაუქმება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "იმედის დრო" სტუმრობისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, შესწავლის შემდეგ აუცილებლად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზიანებს არც სახელმწიფოს და მოაგვარებს პრობლემებსაც.

"სითი პარკის" ხელშეკრულება აუცილებლად არის შესასწავლი. როგორც მეუბნებიან, ძალიან მძიმე ხელშეკრულებაა. ეს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გაფორმდა. რა თქმა უნდა იურისტებმა კარგად უნდა გაიარონ საკითხი. მე გეთანხმებით იმაში და მეც მაწუხებს, რომ უხეშად ექცევიან ადამიანებს და ეს გამაღიზიანებელია.

აუცილებლად შევისწავლით და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ არც სახელმწიფო დავაზიანოთ და ის პრობლემებიც მოგვარდება, რაც აწუხებს დედაქალაქის მოსახლეობას "სითი პარკთან" მიმართებაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

myquiz