საქართველოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვევა | Allnews.Ge

საქართველოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვევა

საქართველოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

"მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს ეწვევა. ვიცე-პრეზიდენტი შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და სხვებს. ასევე, მოინახულებს ამერიკელ და ქართველ სამხედროებს, რომლებიც მონაწილეობენ "ღირსეული პარტნიორის" წვრთნებში", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაიკ პენსი ესტონეთს, საქართველოსა და მონტენეგროს 30 ივლისი-2 აგვისტოს პერიოდში ეწვევა.

myquiz