გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის წევრების ელექტრონულ ფოსტაზე კიბერშეტევა განხორციელდა | Allnews.Ge

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის წევრების ელექტრონულ ფოსტაზე კიბერშეტევა განხორციელდა

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის წევრების ელექტრონულ ფოსტაზე კიბერშეტევა განხორციელდა. როგორც საკანონმდებლო ორგანოში საუბრობენ, პარლამენტის თითქმის ყველა წევრმა, ერთდროულად მიიღო საფოსტო შეტყობინება, რომ მათ გზავნილებზე კიბერთავდასხმაა.

შსს-ს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, კიბერშეტევასთან დაკავშრებით მათთან ოფიცილაური შეტყობინება შესული არ არის.

როგორც შალვა ხუციშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიმდინარეობს ვითარებაში გარკვევა, შესაბამისად, გამოძიება ამ ეტაპისთვის დაწყებული არ არის.

"პირველ რიგში, ფოთის პორტთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ იქ კიბერთავდასხმა არ ყოფილა. იქ ერთ-ერთი უცხოური საერთაშორისო კომპანია ოპერირებს და მასზე იყო გარკვეული კიბერშეტევა, რომელსაც იძიებენ იმ ქვეყნის სამსახურები, სადაც მდებარეობს სათაო ოფისი და ჩვენთან მხოლოდ მისი წარმომადგენლობა იყო. პარლამენტთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება შემოსული არ ყოფილა.

თუმცა, ასე საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ სპეციალისტები დაუკავშირდნენ პარლამენტის შესაბამის სამსახურს. ამჟამად მიმდინარეობს ვითარებაში გარკვევა და ამის შემდეგ გადაწყდება სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყება თუ არა, ანუ რასთან გვქონდა საქმე. გამოძიება ამ ეტაპისთვის დაწყებულ არ არის. შეტყობინება შემოსული არ ყოფილა, თუმცა ჩვენი ინიციატივით ვარკვევთ," - განაცხადა შსს-ს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა.

myquiz