ვენეციის კომისია - ქორწინებასთან დაკავშირებული მუხლი არ უნდა იძლეოდეს ერთსქესიანი პარტნიორობის აკრძალვის ინტერპრეტირებას | Allnews.Ge

ვენეციის კომისია - ქორწინებასთან დაკავშირებული მუხლი არ უნდა იძლეოდეს ერთსქესიანი პარტნიორობის აკრძალვის ინტერპრეტირებას

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ქორწინებასთან დაკავშირებული მუხლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იძლეოდეს ერთსქესიანი პარტნიორობის აკრძალვის ინტერპრეტირებას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებას ვენეციის კომისია მის წინასწარი დასკვნის პროექტში აფასებს.

"ფუნდამენტური უფლებების თავში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის 30-ე მუხლი არანაირ შემთხვევაში არ უნდა იძლეოდეს ერთსქესიანი პარტნიორობის აკრძალვის ინტერპრეტირებას. კონსტიტუციის პროექტის მე-16 მუხლში რეკომენდებულია აღმსარებლობის თავისუფლების აშკარა აღიარება", - ნათქვამია ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის პროექტში.

myquiz