გავრცელებული ინფორმაციით, ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს | Allnews.Ge

გავრცელებული ინფორმაციით, ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

არაოფიციალური ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატად კენჭისყრის შეთავაზებას დათანხმდა.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ზაალ უდუმაშვილის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენას პარტია მომავალ კვირას გეგმავს.

ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ზაალ უდუმაშვილმა გადაწყვეტილების შესახებ განცხადება შესაძლოა დღეს, 9-საათიანი "კურიერის" დასრულებისას გააკეთოს.

როგორც ცნობილია, ზაალ უდუმაშვილი რამდენიმე დღის წინ კიევში იმყოფებოდა, სადაც პარტიის ლიდერებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

myquiz