ელენე ხოშტარია - პრეზიდენტის გამოსვლას ხელისუფლება არ უყურებს როგორც პრობლემებზე საუბრის საშუალებას | Allnews.Ge

ელენე ხოშტარია - პრეზიდენტის გამოსვლას ხელისუფლება არ უყურებს როგორც პრობლემებზე საუბრის საშუალებას

პრეზიდენტმა ძირითადი აქცენტები გააკეთა იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყანაში გვაქვს. ეს არის ეკონომიკური პრობლემები, დემოკრატიის გამოწვევები, მოსმენები, სასამართლო სისტემა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, საპარლამენტო უმცირესობას აქვს მოლოდინი, რომ დღეს დაგეგმილ დებატებზე ხელისუფლებისგან არასერიოზულ დამოკიდებულებას მიიღებს.

გიორგი მარგველაშვილი - პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი ან ყოფილი პრემიერის სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული

"პრეზიდენტმა ძირითადი აქცენტები გააკეთა იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყანაში გვაქვს, ეს არის ეკონომიკური პრობლემები, დემოკრატიის გამოწვევები, მოსმენები, სასამართლო სისტემა. შეიძლება იმაზე კამათი, მეტი უნდა ეთქვა, თუ -ნაკლები, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ პრეზიდენტის გამოსვლას ხელისუფლება არ უყურებს როგორც პრობლემებზე საუბრის საშუალებას, არამედ აკნინებს, შეურაცხყოფას აყენებს და არ აღიარებს პრობლემების არსებობას. ხელისუფლება სერიოზულად არ აღიქვამს პრობლემებს, ამიტომ სამწუხაროდ, დღევანდელ დებატებში ველოდებით არასერიოზულ დამოკიდებულებას და პასუხისმგებლობის აცილებას ხელისუფლებისგან, მაგრამ ჩვენ გამოვიყენებთ პრობლემებზე საუბრის ამ შესაძლებლობას", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

myquiz