არსებული ინფორმაციით, გელა ხვედელიძეს ყბა-სახის მოტეხილობა აღენიშნება | Allnews.Ge

არსებული ინფორმაციით, გელა ხვედელიძეს ყბა-სახის მოტეხილობა აღენიშნება

შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს ყბა-სახის მოტეხილობა აქვს. მუცლის ღრუში დაზიანებები არ აღენიშნება და ამჟამად გონზეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს მედპერსონალზე დაყრდნობით ჟურნალისტმა ელისო კილაძემ განუცხადა.

"ამ დროის მდგომარეობით, რასაც გვეუბნებიან, ყბა-სახის მოტეხილობა აქვს, მუცლის ღრუში დაზიანებები არ არის, გონზეა და ველოდებით მკურნალ ექიმს. გამომძიებლები ჯერ არ შესულან, ხოლო ტანსაცმელი ექსპერტიზაზე გასაგზავნად დაილუქა", - განაცხადა ელისო კილაძემ.

არსებული ინფორმაციით, შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ

გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ. ის "ნიუ ჰოსპიტალსის" საავადმყოფოშია მოთავსებული. ადგილზე ხვედელიძის ოჯახის წევრები, ახლობლები და გამოძიებლები იმყოფებიან.