"ევროპულ საქართველოს" 4 ახალი წევრი შეემატა | Allnews.Ge

"ევროპულ საქართველოს" 4 ახალი წევრი შეემატა

"ევროპულ საქართველოს" 4 ახალი წევრი შეემატა. პარტიის ახალი წევრები დღევანდელ პრესკონფერენციაზე "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გიგა ბოკერიამ და ელენე ხოშტარიამ წარადგინეს.

"ევროპულ საქართველოს" შეუერთდნენ ირაკლი კიკნაველიძე, რომელიც იქნება გუნდის სპიკერი და სოციალური მედიის მიმართულების ხელმძღვანელი; თამარ კაკაბაძე, რომელიც იმუშავებს ახალი კადრების მოზიდვაზე, ასევე, ახალი მიდგომების შემუშავებაზე; ლადო ლომსაძე, რომელიც იქნება სამართლებრივი მიმართულების ხელმძღვანელი და სოფო სამუშია, რომელიც იმუშავებს საგარეო მიმართულების გუნდში.

"ევროპული საქართველო" ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ გახდება საზოგადოების მაკონსოლიდირებელი გუნდი, რომელიც არის გახსნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს გუნდი კარს უღებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც იზიარებს "ევროპული საქართველოს" მიდგომებს. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ წარვადგინეთ 4 ახალი ადამიანი", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

myquiz