უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი ქარიზმატული - რა კრიტერიუმებზე საუბრობენ ქართველი პოლიტიკოსები | Allnews.Ge

უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი ქარიზმატული - რა კრიტერიუმებზე საუბრობენ ქართველი პოლიტიკოსები

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციაზე "საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში" პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ქარიზმატული ფიგურა არ უნდა იყოს.

კონფერენციაზე, რომელიც მედიისთვის დახურულ რეჟიმში გრძელდება, ბეჟაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ უცნაური არგუმენტაცია წარმოადგინა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა იყოს პრეზიდენტი არჩევითი.

"საუბარი იყო იმაზე, რომ მომავალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს ქარიზმატული. ის შედარებით უფრო აკადემიური ფიგურა იყოს და ზოგადად პოლიტიკური პროცესი უნდა გადავიდეს კულუარებში და არა მოსახლეობაში და საჯაროდ.

საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიტიკური პროცესი ართულებს ქვეყანაში ვითარებას და რომ სოფელ-სოფელ სიარული არ სჭირდება პრეზიდენტის არჩევას, ვინაიდან პრეზიდენტს ისეთი უფლებამოსილებები გააჩნია, რომ თურმე მოსახლეობას ვერ აუხსნის რაშია საქმე და რატომ უნდა დაუჭირონ მხარი. სამწუხაროა, რომ ასეთი არგუმენტებით ცდილობენ მოსახლეობისგან თავის არიდებას და მათთვის ძირითადი უფლების პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლების წართმევას", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

myquiz