საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ გამგზავრებას 28 მარტიდან შეძლებენ | Allnews.Ge

საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ გამგზავრებას 28 მარტიდან შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმთან დაკავშირები მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა.

ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულია რეგულაცია 2017/372 - დადებული ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის, რომელიც, თავის მხრივ ცვლის 539/2001 რეგულაციას მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის და საქართველოს მოქალაქეები იმ ქვეყნების სიაში გადაჰყავს, რომლებსაც ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზები არ სჭირდებათ.

რა შემთხვევაში შეიძლება არ მოგვცენ ევროპაში ჩასვლის უფლება ვიზალიბერალიზაციის პირობებში

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაცია, რომელსაც ხელი 1-ელ მარტს მოეწერა, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი.

myquiz