თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები დავით წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეიტანენ | Allnews.Ge

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები დავით წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეიტანენ

თბილისის საკრებულოს დეპუტატები თბილისის მერ დავით ნარმანიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავენ.

როგორც დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, საკრებულოს დეპუტატების თბილისის მთავრობის სხდომაზე არშეშვება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაა.

"ჩვენ ნახევარი საათის განმავლობაში მოვითხოვდით, რომ შესრულებულიყო კანონი. არსად წერია, შემოგიშვებთ, არ შემოგიშვებთ. აქ მოვედით და უნდა შევსულიყავით დაუბრკოლებლად. კანონზე მაღლა დგას ნარმანია? არავის სახვეწარი არ არის შეგვიშვან თუ არა.

არის კონკრეტული კითხვები, რატომ მოპარეს თბილისის მოსახლეობას მილიონი და რატომ ჩაუდეს ვიღაც ტიპს ჯიბეში. ისინი ვალდებულები იყვნენ, რომ დაუბრკოლებლად გავეტარებინეთ. ასე ელაპარაკოს თავის ოჯახის წევრებს ნარმანია. თავის ბიძაშვილ-მამიდაშვილებს აუკრძალოს და მერე მისცეს ნება მერიაში შესვლის", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

მისივე თქმით, დეპუტატები თბილისის მერიის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ.

"ეს არის კანონის დარღვევა. ვითომ მარტივი ამბავია, ასე ინგრევა სახელმწიფო. კანონზე მაღლა დადგნენ ესენი თუ ქურდულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ჩაცუცქული უნდა ვესაუბროთ ნარმანიას მის სადარბაზოსთან? არ მინდა ქურდულ სახელმწიფოში ცხოვრება. ნარმანიამ ჩაიდინა სამოხელეო დანაშაული, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება, რომ არჩეულ დეპუტატებს აფერხებს და მერიაში შესვლის უფლებას არ აძლევს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თბილისის საკრებულოს 6 დეპუტატი მერიაში მივიდა. ისინი მთავრობის სხდომაზე დასწრებას ცდილობდნენ, თუმცა მერიაში შესვლის საშუალება არ მიეცათ. რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ დეპუტატებს სხდომაზე შესვლის შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა მათ უარი თქვეს და მერია დატოვეს.

myquiz