"ნაციონალური მოძრაობის" წევრები კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ | Allnews.Ge

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის ამსახველი ფოტო პარტიის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. შეხვედრას თანაგუნდელებთან ერთად აზერ სულეიმანოვი ესწრებოდა, რომლის გადაწყვეტილებამ საქართველოს პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დაშლას გადაარჩინა.

საპარლამენტო უმცირესობიდან "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩნენ ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე. უმცირესობიდან ყველა დანარჩენმა "ნაციონალური მოძრაობის" სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად პარტია დატოვა. აზერ სულეიმანოვის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პარტია "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ფრაქციას შეინარჩუნებს.

myquiz