ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთა პარტიის დატოვების შესახებ განცხადებას სავარაუდოდ დღეს გააკეთებს | Allnews.Ge

ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთა პარტიის დატოვების შესახებ განცხადებას სავარაუდოდ დღეს გააკეთებს

"ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთა დღეს 15:00 საათზე, პარტიის ცენტრალურ ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. სავარაუდოდ, სწორედ ამ პრესკონფერენციაზე ისინი პარტიის დატოვების შესახებ განაცხადებენ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ანონსშია ნათქვამი, დღეს პარტიის ლიდერების ნაწილი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრებს.

როგორც აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, სწორედ 12 იანვარს გააკეთებს "ნაციონალური მოძრაობის" აღნიშნული ფრთა პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადებას. ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად არსებულ ბლოკში, "ევროპულ საქართველოში" გადაინაცვლებენ.

myquiz