გაუსინჯავთ თუ არა მარიხუანა ქართველ პოლიტიკოსებს | Allnews.Ge

გაუსინჯავთ თუ არა მარიხუანა ქართველ პოლიტიკოსებს

გაუსინჯავთ თუ არა მარიხუანა ქართველ პოლიტიკოსებს? - გამოკითხვა გადაცემა "რუსთავი 2-მა" ჩაატარა. რუსთავი 2-ის კორესპონდენტის კითხვაზე ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ კანონის ლიბერალიზაციის მომხრეა.

გია ვოლსკი - "შეხვიდე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, წააყვინთაო, წააკიმარო, იცინოდე, ისე იქცეოდე როგორც შენ გინდა, და არავინ ხმა არ გაგცეს პოლიციამ?, თუ ტრ**ი გაქვს გააკეთე ისე, და და იყავი ისე და პასუხიც აგე".

ემზარ კვიაციანი - "კი ერთხელ".

ზაქარია ქუცნაშვილი - "მარიხუანა კი არა, ჩემ გვარში თამბაქოს არ ეწევა არავინ."

ირმა ინაშვილი - არ მომიწევია, მაგრამ მომხრე ვარ დეკრიმინალიზაციის".

ზვიად ძიძიგური - "გამისინჯავს და ვიცი რა იდიოტობაც არის".

მარიამ ჯაში - "მე პირადად აუცილებლად დავუჭერ მხარს დეკრიმინალიზაციას".

მამუკა მდინარაძე - "2000 წელს მოვწიე მარიხუანა ბოლოს, რამდენიმეჯერ მაქვს მოწეული, მთლად კარგი იყო თქო და გადავირიე თქო ვერ გეტყვით. ნარკომომხმარებელს არ სჭირდება დაჭერა".

გიგა ბოკერია - "კი მომიწევია".

არჩილ თალაკვაძე - "არასოდეს გამისინჯავს, თუმცა, ლიბერალიზაციის მომხრე ვარ."

პაატა მხეიძე - "ვინც ამას მოიხმარს რეგულარულად, გარწმუნებთ რომ ძალიან სერიოზულად ილექება ადამიანის ჯანმრთელობაზე".

სერგი კაპანაძე - "კი ახალგაზრდობაში მომიწევია. მხარს ვუჭერ დეკრიმინალიზაციას კერძო მოხმარებისთვის".

დიმიტრი ხუნდაძე - "არასოდეს და არც სხვას ვურჩევ".

myquiz