რომან გოცირიძე ახალ მთავრობაზე - რაც გვინახავს, იმას ვნახავთ | Allnews.Ge

რომან გოცირიძე ახალ მთავრობაზე - რაც გვინახავს, იმას ვნახავთ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ არ მოსწონს მთავრობა, რომელსაც პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა.

"ნუ ამბობთ, რომ ეს არის ახალი მთავრობა, ეს არის ძველი მთავრობა, ძველი კადრები და პროგრამა. გვპირდებიან, რომ მომავალ 4 წელიწადში ისინი საქართველოს ააყვავებენ. რატომ გააკეთებენ ისინი იმას ხვალ, რაც არ გაუკეთებიათ დღეს, გუშინ. ოთხი წლის განმავლობაში რაც ვერ გააკეთეს, რატომ უნდა დავუჯეროთ, რომ გააკეთებენ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. არ მომწონს ეს პროგრამა, არ მომწონს ამ გუნდის ენერგია, არ მომწონს კომპეტენცია. სამწუხაროდ , ჩვენ მივიღეთ ის სურათი რასაც ვხდავდით, მარტივად თუ ვიტყვით - რაც გვინახავს, იმას ვნახავთ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტმა გუშინ ხმათა უმრავლესობით, გიორგი კვირიკაშვილის მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. მთავრობის შემადგენლობას 110-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი, პარლამენტის 19-მა წევრმა მისცა ხმა.

myquiz