უნდა გაემიჯნოს თუ არა მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას?" | Allnews.Ge

უნდა გაემიჯნოს თუ არა მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას?"

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილება 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც მეორე ტურში მონაწილებასთან დაკავშირებით, პარტიის წევრების აზრი ორად გაიყო.

ერთი ნაწილი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, ფიქრობდა, რომ არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, პარტიას მეორე ტურში მონაწლეობა არ უნდა მიეღო, მეორე მხარის აზრით კი არჩევნებზე უარის თქმით, ისინი საკუთარ ამომჩეველს გაანაწყენებდნენ.

კრიტიკა მიხეილ სააკაშვილის მისამართითაც ისმოდა.

როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭომ, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, მიღებული მანდატებით პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა გააცნობიეროს ის გადაწყვეტილება, რაც პარტიამ მიიღო.

სააკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი პოროშენკო მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს

გუნდის წევრებთან პრობლემები მიხეილ სააკაშვილს არამხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაშიც შეექმნა. მან ჯერ ოდესის გუბერნატორის პოსტი დატოვა, ახლა კი, მისივე თქმით, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვას.

ამ პროცესებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში აქტიურად განიხილება მიხეილ სააკაშვილის მიერ პარტიის დატოვების საკითხი?

ამ თემაზე Allnews.ge ანალიტიკოსებს ესაუბრა. ისინი ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგების დატოვება ნაკლებად სავარაუდოა.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამომრჩევლის კონსოლიდაციას ახდენს და "ნაციონალურ მოძრაობის" დატოვება მასზე და პარტიაზე უარყოფითად აისახება.

"განუყოფელის გაყოფა ძალიან რთულია.

მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებული ფრთის აქტივი ისაა, რომ სააკაშვილი პარტიულ ელიტას მოიცავს, რომელიც მენეჯმენტს ახორციელებს," - განმარტავს ანალიტიკოსი.

"მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელია და ფლობს მორალურ უფლებას, რომ პარტიის საქმიანობაში იყოს ჩართული,"- აღნიშნა პოლიტოლოგმა, გიორგი გობრონიძემ და დასძინა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარტიაში მიხეილ სააკაშვილის როლზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოყალიბდეს.

სოსო ცისკარიშვილის აზრით, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად პარტიის რიგებში არ იმყოფება, "ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერია და ჰგონია, რომ მის წინ არასოდეს არავინ უნდა იდგეს.

რა შემთხვევაში შეუწყდება მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა

"მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან წასვლისა თუ დარჩენის საკითხი "ნაციონალური მოძრაობის" ჯანსაღმა ნაწილმა უნდა გადაწყვიტოს. ის ამჟამად უკრაინელი პოლიტიკოსი და ქართული პოლიტიკური სივრცისთვის მხოლოდ მოგონებაა," - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

ანალისტიკოს ზაალ ანჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი "ნაციონალურ მოძრაობაზე" უარყოფითად აისახება.

"სააკაშვილის პარტიიდან გამინჯვნა "ნაციონალურ მოძრაობისთვის" ზიანის მომტანი იქნება, რადგან ნაციონალური მოძრაობის რიგებში არ ჩანან ისეთი ქარიზმატული ლიდერები, რომლებიც შეძლებენ, ლიდერობის ფუნქცია შეითავსონ."

ანალიტიკოსის განმარტებით, სააკაშვილი ამჟამად მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფება, რადგან ბრალი აქვს წაყენებული და უკრაინაშიც არასახარბიელო მდგომარეობაშია, "აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ის პარტიას საკუთარი ნებით გაემიჯნება,"- აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილის მიმართ კრიტიკული შეფასებები გააკეთა. "ახლა ვიწრო ჯგუფი ჩაიკეტა და ამბობს, ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ და მაგათ არაფერი იციან. მე ამ ხალხს ვუყვავებდი, რომ ახლა არაა რყევის დრო, ჭირი ვეღარ დაიმალება," - აღნიშნა მან.

ჩამოერთმევა თუ არა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა და იქნება თუ არა ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგებში, ჯერ კიდევ გაურკეველი რჩება.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz