ლუკა კურტანიძე ვარაუდობს, რომ მუშაობას შინაგან საქმეთა ან სპორტის სამინისტროში გააგრძელებს | Allnews.Ge

ლუკა კურტანიძე ვარაუდობს, რომ მუშაობას შინაგან საქმეთა ან სპორტის სამინისტროში გააგრძელებს

ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ვარაუდობს, რომ მუშაობას შს საქმეთა ან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გააგრძელებს, თუმცა სხვა შეთავაზებასაც არ გამორიცხავს.

კურტანიძის თქმით, გუშინ "ქართულ ოცნებაში" მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრა გამართეს ირაკლი კობახიძემ და კახი კალაძემ და მსგავსი სახის შეხვედრები უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს.

კურტანიძე არ აკონკრეტებს, კონკრეტულად სად დაინიშნება, თუმცა აცხადებს, რომ 22 წელია, შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიცერია, ხოლო სპორტში დაიბადა და გაიზარდა.

"გუნდს აქვს არჩევანი - საბოლოო სიტყვა მათზეა. შესაძლოა, ეს იყოს შსს ან სპორტის სამინისტრო ან შესაძლოა, თვითონ სხვა წარმოდგენა ჰქონდეთ. სავარაუდოდ ამ კვირაში საბოლოო შეთანხმება მოხდება", - განაცხადა კურტანიძემ.

მისი თქმით, ღირსეული მიდგომაა და დასაფასებელია, რომ ყველა გამოცდილი კადრი, რომელიც ქვეყნისთვის გამოსადეგია, ქვეყნის სამსახურში დარჩება.

ამასთან, "ქართული ოცნების" წევრმა დავით ლორთქიფანიძემაც განაცხადა, რომ გუნდის იმ წევრებს, რომლებიც ახალი მოწვევის პარლამენტში აღარ იქნებიან, ხელისუფლებაში დასაქმებას დაჰპირდნენ.

myquiz