პარლამენტის პირველ სხდომას უხუცესი დეპუტატი, რევაზ არველაძე წაიყვანს | Allnews.Ge

პარლამენტის პირველ სხდომას უხუცესი დეპუტატი, რევაზ არველაძე წაიყვანს

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე, უხუცესმა დეპუტატმა უნდა წაიყვანოს.

მე-9 მოწვევის პარლამენტის შემადგენლობაში ასაკით ყველაზე უფროსი დეპუტატი "ქართული ოცნების" სიით არჩეული რევაზ არველაძეა, რომელიც 75 წლისაა.

რეგლამენტის გათვალისწინებით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი ხსნის, რის შემდეგაც სიტყვას აძლევს პარლამენტის უხუცეს წევრს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას უძღვება.

myquiz