რატომ დარჩნენ რესპუბლიკელები პარლამენტს მიღმა | Allnews.Ge

რატომ დარჩნენ რესპუბლიკელები პარლამენტს მიღმა

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერს მიღმა დარჩენის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა, დავით ზურაბიშვილმა რადიო "პალიტრას" გადაცემა "მეხუთე სართულში" ისაუბრა. მისი განმარტებით, პარტიის მთავარი გათვლა ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველზე იყო გაკეთებული, რომელსაც არ მოსწონდა "ქართული ოცნება," მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" სახით ალტერნატივას ვერ ხედავდა.

"ბოლო მომენტში სიტუაციის პოლარიზება მოხდა. აქ იყო ორმხრივი ძალისხმევა, როგორც ბიძინა ივანიშვილის, ისე მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ორივე ამბობდა, რომ მხოლოდ ორი ძალაა და არამხოლოდ ამბობდა, არამედ ყველაფერი გააკეთეს რომ მოსახლეობას შექმნოდა განცდა, რომ მიშა ბრუნდება ან ბიძინა ივანიშვილი უნდა ავირჩიოთ," - აღნიშნა მან.

დავით ზურაბიშვილის თქმით, ამომრჩევლის ნაწილს, რომელსაც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე" "ხელი ჰქონდა ჩაქნეული," პარტიის გამოცოცხლებს შესახებ იმედი მიეცა.

რატომ ვერ გადალახეს ბარიერი "რესპუბლიკელებმა" და "თავისუფალმა დემოკრატებმა"?

"ქართული ოცნებით" იმედგაცრუებლმა ნაწილმა ხმა მისცა "ნაციონალურ მოძრაობას", რის ხარჯზეც ისინი ძალიან ძლიერები წარმოჩდნენ ამ არჩევნებში. მეორე მხრივ შუაშისტურმა ფლანგმა, რომელმაც ხმა მისცა "ქართულ ოცნებას", და რომელშიც ალბათ "თავისუფალი დემოკრატების," პაატა ბურჭულაძის, ლეიბორისტების ამომრჩევლები თუ სხვები იყვნენ, მიიჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის საფრთხე და ივანიშვილის და "ქართული ოცნების" სახით ისევ შეჩვეული ჭირი სჯობს," - განმარტა "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა.

ზურაბიშვილის აზრით, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მანიპულაციების ბრალი არ არის:

"ჩვენ, პოლიტიკურ პარტიებს ეს სცენარი უნდა გამოგვეცნო. დღეს ჩვენ რაც მივიღეთ, ეს არის პოლიტიკა პარტიების გარეშე. ჩვენ გვყავს "ქართული ოცნება," რომელსაც პარტიას ვერ დაარქმევ, რადგან არანაირი იდეოლოგიური პლატფორმა არ აქვს, გვყავს "ნაციონალური მოძრაობა," რომელიც საბჭოთა ტიპის პარტიაა და მას პრეტენზია იმაზე კი არ აქვს, რომ საზოგადოების ნაწილია, არამედ იმაზე, რომ საზოგადოების საუკეთესო ნაწილი და ქვეყნის მესაჭეა, "პატრიოტთა ალიანსი" კი არის ხმა ოთხმოცდაათიანებიდან," - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა რადიო "პალიტრასთან" ინტერვიუში.

ლევან ბერძენიშვილი - ქვეყნის მართვა ვანდეთ იმ გუნდს, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა

8 ოქტომრის არჩევნებში "რესპუბლიკურმა პარტიამ" ხმების 1,55% მიიღო, რაც საარჩევნო ბარიერის გადასალახად საკმარისი არ არის.

myquiz