ნინო ბურჯანაძე არჩევნების შედეგებს არ ენდობა | Allnews.Ge

ნინო ბურჯანაძე არჩევნების შედეგებს არ ენდობა

დღეს მე უკვე ვსაუბრობ, რომ არის სერიოზული მასალები, ოქმები, რომელთა დამტკიცების შემთხვევაში არჩევნების ლეგიტიმურობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. მე ამ დოკუმენტების სერიოზულობაში ეჭვი არ მეპარება. ამის შესახებ "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების შედეგებს არ ენდობა და ამ შედეგებს არ ენდობიან სხვა პარტიებიც, რომელთაც ბურჯანაძე ესაუბრა. ბურჯანაძის განცხადებით, არჩევნების შედეგებს "რესპუბლიკელებიც" არ ენდობიან. როგორ ენდობიან, როდესაც ბატონმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში გააკეთა განცხადება, რომ არჩევნებში იგრძნობოდა ფარული ხელი. მან თავისი მდგომარეობიდან და დელიკატურობიდან გამომდინარე თქვა. იქ, სადაც იგრძნობა ფარული ხელი, არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები ყოველთვის ისმება", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, მას ხელთ აქვს სერიოზული მასალები, ოქმები, რომელთა დამტკიცების შემთხვევაში არჩევნების ლეგიტიმურობა შეუძლია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. "ამაზე მე ჯერჯერობით ვსაუბრობ კითხვის ნიშნების დონეზე, რადგან მე ვარ იურისტი, პოლიტიკოსი, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანი. ამიტომ მე გუშინ, დღის პირველ ნახევარში არ გამიკეთებია განცხადება, ვიდრე ხელთ არ მოვიპოვე შესაბამისი მასალები.

დღეს მე უკვე ვსაუბრობ, რომ არის სერიოზული მასალები, ოქმები, რომელთა დამტკიცების შემთხვევაში არჩევნების ლეგიტიმურობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. მე ამ დოკუმენტების სერიოზულობაში ეჭვი არ მეპარება", - დასძინა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო ოქმებს ეტყობა, რომ გადაკეთებულია. მათ კი აქვთ ორიგინალები, რომელზეც ე.წ. სველი ბეჭედია დარტყმული და რომლის გაყალბებაც შეუძლებელია. ბურჯანაძემ სტუდიაში წარმოადგინა ერთი ოქმის ასლი და განაცხადა, რომ იმ ოქმში "ზედმეტად დათვლილი ხმებია".

"ოქმის მიხედვით ხმა მისცა 736 ადამიანმა. რეალურად მოცემული ხმების ჯამი ბიულეტენების გრაფაში ჩაწერილი არის 719. ზედმეტად დათვლილი ხმების რაოდენობა არის 17. ზედმეტი ხმები ბიულეტენში ეს უკვე ოქმის გაბათილებისა და ხმების გადათვლის საფუძველია. არის ოქმი, სადაც არის 100 ზედმეტი ხმა, ასევე ერთი ზედმეტი ხმა. ყველაზე მეტი დარღვევა, სწორედ ამ ერთი ზედმეტი ხმის შემთხვევაში არის და ეს ე.წ. სომხური კარუსელია", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

myquiz