დავით უსუფაშვილი სამომავლო გეგმებზე საუბრობს | Allnews.Ge

დავით უსუფაშვილი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

ირაკლი ღარიბაშვილი როცა გადადგა, ვურჩიე, საახალწლო სუფრას მიუჯექი და ბოლომდე ჩარგე თავი საცივში და მერე იფიქრე მომავალზე-თქო. ახლა ჩემ თავსაც დაახლოებით ამას ვუსურვებ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მისი სამომავლო გეგმების შესახებ დასმული კითხვისა და იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც მისი კანდიდატურა უშიშროების მდივნის პოსტზე განიხილება.

"მე ასეთ ვითარებაში უკვე აღარ ვიცი, უნდა მიხაროდეს თუ უნდა ვწუხდე, იმიტომ რომ აღარ დარჩა თანამდებობა სახელმწიფოში, რომლის თაობაზეც არ არის საუბრები, რომ მე, ალბათ, იქ წავალ. ეს ნიშნავს ალბათ, იმას, რომ შესაძლოა, ბევრი რამ შემიძლია, მაგრამ არანაირი სერიოზული საუბრები ჩემს მომავალთან დაკავშირებით არ მქონია არავისთნ. ამის დრო მოვა.

თინა ხიდაშელი - ეს არჩევნები მოიგო იმან, ვისაც ჰქონდა ფული

მე ახლა მთლიანად ვარ კონცენტრირებული, რომ პირნათლად და ბოლომდე შევასრულო ის მოვალეობა, რაც მაკისრია თქვენს წინაშე, ხალხის წინაშე, პარლამენტის წინაშე. უზრუნველვყოთ ის, რომ მომავალი პარლამენტი დაუბრკოლებლად შეუდგეს საქმიანობას, არჩევნები დასრულდეს ბოლომდე. დანარჩენ ამბებზე მერე ვისუაბროთ. მე მახსოვს, ორი წლის წინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა და იყო საუბრები, ახლა რას გააკეთებს, მე მაშინ საჯაროდ ვურჩიე, რომ ახლა მოდი, საახალწლო სუფრას მიუჯექი და ბოლომდე ჩარგე თავი საცივში და მერე იფიქრე მომავალზე-თქო. ახლა ჩემ თავსაც დაახლოებით ამას ვუსურვებ, მერე ვნახოთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე მის კონკრეტულ გეგმებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.

"რა თქმა უნდა, გეგმებიც მექნება, შემართებაც და იმის სურვილიც, რომ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა ყველამ ერთად გავაგრძელოთ.

გავაგრძელოთ იმ ფრონტზე, რა ფრონტზეც მუშაობის საშუალება გვაქვს. ეს ხან პარლამენტშია, ხან პარლამენტს გარეთ არის, არ ვიცი. პოლიტიკური პარტიებია, ხან სხვადასხვა სექტორებია... ადამიანს საქმის კეთება უნდოდეს და ამისთვის სათანადო არეალი ვერ მოძებნოს ქვეყანაში, გაუგებარია", - დასძინა დავით უსუფაშვილმა.

myquiz