წინასწარი შედეგებით, ემზარ კვიციანი დამარცხდა | Allnews.Ge

წინასწარი შედეგებით, ემზარ კვიციანი დამარცხდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 12:30 საათის მონაცემებით, 53-ე მაჟორიტარულ ოლქში "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი, ემზარ კვიციანი დამარცხდა. კერძოდ, სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის გაერთიანებულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი გოჩა ენუქიძე 58,38 პროცენტით ლიდერობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო მონაცემებით, ამ ოლქში მეორე ტური არ დაინიშნება.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრასობის" კანდიდატს, 14,79%ით მეორე ადგილას ოთარ სირაძე გავიდა, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი, ემზარ კვიციანმა კი მესამე ადგილი დაიკავა და 12,73 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა.

ბოლო მონაცემებით, 53-ე მაჟორიტარულ ოლქში 167 უბნიდან დათვლილია 162 უბნის მონაცემები.

myquiz