პირველადი მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" ხმების 49.78%, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" 26.7% მოიპოვა | Allnews.Ge

პირველადი მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" ხმების 49.78%, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" 26.7% მოიპოვა

11:00 საათის მონაცემებით, ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგებით საპარლამენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 49.78%, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი 26.7% მიიღო. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3702 უბნიდან 2422-ის მონაცემები აქვს დათვლილი, რაც უბნების 65.6%-ია.

2422 უბანზე დათვლილი ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების თანახმად, "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებულმა ოპოზიციამ" - ხმათა 4.9% მიიღო, "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" - 4.19%, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" – 3.56%, "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" 3.39%, "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – 3.05% "უსუფაშვილი - რესპუბლიკელები" - 1.49%, "თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო" - ამომრჩეველთა 0.84%-ის მხარდაჭერა მიიღო.