მაღალი აქტივობის გამო ბათუმის ბათუმის 103-ე უბანზე პატრული ორჯერ გამოიძახეს | Allnews.Ge

მაღალი აქტივობის გამო ბათუმის ბათუმის 103-ე უბანზე პატრული ორჯერ გამოიძახეს

ბათუმის 69-ე ოლქის №103 უბანზე პატრული ორჯერ გამოიძახეს. როგორც უბნის თავმჯდომარე თეონა გასპარიანმა განაცხადა, პატრულის გამოძახება ორივე შემთხვევაში რიგის მოწესრიგებას უკავშირდებოდა.

მისი თქმით, ამომრჩევლები ძალიან ხმაურობდნენ და კომისიას მუშაობაში ხელი ეშლებოდა.

"ძალიან ბევრი ამომრჩეველი მოვიდა ერთდროულად, ძალიან დიდი რიგი გაკეთდა. ყველას ერთდროულად უნდა უბანზე შემოსვლა, არადა ანბანის მიხედვით ხდება ამის მოწესრიგება. ეს არ გაიგეს, ხმაურობდნენ და დიდი აჟიოტაჟი იყო, ვერ დავარეგულირეთ ხალხის ნაკადი და იძულებული გავხრი გამომეძახებინა პატრული", - აღნიშნა თეონა გასპარიანმა.

მისი თქმით, 12:00 საათის მონაცემებით უბანზე 220 ამომრჩეველი იყო მისული.

№103 უბანზე რიგი ამ დროისთვისაც არის.

myquiz