"ნაციონალური მოძრაობა" აჭარაში დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს | Allnews.Ge

"ნაციონალური მოძრაობა" აჭარაში დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს

დღეს დილიდანვე დარღვევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, როგორც ბათუმის საარჩევნო ოლქებში, ასევე, აჭარის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პეტრე ზამბახიძემ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის საკითხზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, №1 უბნიდან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მხოლოდ იმის გამო გააძევეს, რომ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ლეგიტიმური შენიშვნები გამოთქვა.

"სამწუხაროდ, მოუმზადებელია საარჩევნო ადმინისტრაცია. არ აძლევენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს წილისყრაში მონაწილეობის უფლებას, რომ ჰქონდეთ სხვა ფუნქცია, გარდა გადასატანი ყუთისა. სურვილი აქვთ, გაიყვანონ უბანს გარეთ პარტიის დამკვირვებლები, რაც აჩენს ეჭვს, რომ უბანზე მიმდინარეობს დარჩვევები.

ბათუმის №1 უბნიდან საერთოდ გამოაძევეს ჩვენი დამკვირვებელი, რომელმაც მითითება მისცა დარღვევებზე. კომისიის წევრი ეწეოდა აგიტაციას და ამ საკითხზე მიუთითა. ასევე, ყუთს ჰქონდა ძველი ლუქი, რომელზეც ჩვენმა წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ძველი უნდა მოეხსნათ და ახალი ლუქი გაეკეთებინათ. მან საჩივარიც დაწერა", - აღნიშნა პეტრე ზამბახიძემ.

myquiz