"ვარდების მოედანზე" "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები იკრიბებიან
"ვარდების მოედანზე" "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები იკრიბებიან. როგორც ALLNEWS-ის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ დროისთვის "ვარდების მოედნის" მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უსაფრთხოების სრული გარანტიები მიიღეს.
მათივე განმარტებით, თბილისისკენ რეგიონებიდან მანქანების კოლონები მოემართებიან, რომლებსაც პარტიის ლიდერები უდგანან სათავეში.
"ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო შემაჯამებელი აქცია 16.00 საათზე დაიწყება. პარტიის ლიდერები მიმართავენ შეკრებილ საზოგადოებას, ხოლო შემდეგ "ვარდების მოედნიდან" პარლამენტის მიმართულებით მშვიდობიან მსვლელობას გამართავენ.