"ნაციონალური მოძრაობა" 5 ოქტომბერს მასშტაბური აქციისთვის ემზადება | Allnews.Ge

"ნაციონალური მოძრაობა" 5 ოქტომბერს მასშტაბური აქციისთვის ემზადება

5 ოქტომბრის აქცია, ივანიშვილის ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლამდე რამდენიმე დღით ადრე ტარდება და ვიმედოვნებთ, რომ შსს და ყველა უწყება რაიმე სისულელეს არ ჩაიდენს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ შს სამინისტროში შესვლამდე განაცადა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები გიგა ბოკერია, ნიკა მელია და გიორგი ტუღუში შს სამინისტროში მინისტრის მოადგილეს ხვდებიან. შეხვედრაზე განიხილავენ 5 ოქტომბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციაზე უსაფრთხოების ნორმებს.

როგორც შეხვედრის დასაწყისში ჟურნალისტებთან პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა, 5 ოქტომბრის შეკრება იქნება მასშტაბური და სამინისტროში ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მივიდნენ.

"5 ოქტომბერს დასკვნით, მასშტაბურ, კამპანიურ შეკრებას ვგეგმავთ ვარდების მოედანზე, სადაც თავს მოიყრის ჩვენი მხარდამჭერების უამრავი რაოდენობა. ეს მოითხოვს ორგანიზაციული საკითხების შეთანხმებას, რათა ყოველგვარი გაუგებრობა თავიდან ავიცილოთ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

myquiz