რა წერია არჩევნებში მონაწილე პარტიების ჯანდაცვის პროგრამებში | Allnews.Ge

რა წერია არჩევნებში მონაწილე პარტიების ჯანდაცვის პროგრამებში

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 5 დღე დარჩა, წინასაარჩევნო კამპანია ყველაზე აქტიურ ფაზაში შედის.

NDI-ის 2016 წლის ივლისის კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 20% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებაა. Allnews.ge არჩევნებში მონაწილე პარტიების ჯანდაცვის პროგრამებით დაინტერესდა.

პარტიებს ჯანდაცვის პროგრამა მცირე პუნქტებად აქვთ გაწერილი, თუმცა, ძირეული ცვლილება და განსხვავება ამ მხრივ, არ შეინიშნება.

პროგრამებში საუბარია ჯანდაცვის საყოველთაო სისტემაზე, რომელიც მედიკამენტებით უზრუნველყოფას და სამომავლოდ სადაზღვევო სისტემის შემოსავლის მიხედვით განაწილებას ითვალისწინებს. სამედიცინო სფეროში მოღვაწე კადრების გადამზადების საკითხები, თითქმის, ყველა პოლიტიკური პარტიის პროგრამაში გვხვდება.

"ნაციონალური მოძრაობა" პრიორიტეტად მოსახლეობისთვის ხარისხიან და ფართოდ მისაწვდომ ჯანდაცვის სისტემას ისახავს. გიგი წერეთლის განმარტებით, პარტიის მთავარი პრინციპი მიზნობრიობის საკითხია:

"საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა ისარგებლოს ხარისხიანი მომსახურებით, რაც შეიძლება უკეთესი პაკეტით, მაგრამ ჩვენი მთავარი პრინციპი მაღალი მიზნობრიობაა. საზოგადოების სხვადასხვა ფენისთვის განსხვავებული სადაზღვევო პაკეტი იქნება, თუმცა ყველა პაკეტი იქნება უკეთესი, ვიდრე საზოგადოებას დღეს აქვს", - განაცხადა გიგი წერეთელმა

რაც შეეხება, "რესპუბლიკურ პარტიას", ისინი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდისა და ჯანდაცვის საბიუჯეტო ხარჯების შემცირების მიზნით, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის კერძო სისტემის არეალის გაფართოებას გეგმავენ. როგორც "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, დავით ზურაბიშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა,  ჯანმრთელობის დაზღვევა აუცილებელია და მისი ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს:

"საყოველთაობის პრინციპი უნდა იყოს და შენარჩუნდეს. თუმცა, დაზღვევა ბიუჯეტიდან პირდაპირ არ უნდა ფინანსდებოდეს. ის უნდა იყოს მიბმული საშემოსავლო გადასახადის პროცენტზე, რომელიც უნდა ვარირებდეს", - ამბობს ზურაბიშვილი.

 "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალსითვის" ჯანდავცის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მიზნობრივ სადაზღვევო სისტემას. ბლოკის წევრის, ირაკლი ყიფიანის განმარტებით, შემოსავლის მქონე მოსახლეობას შეუმცირდება საშემოსავლოს გადასახადი, რათა შეძლონ კერძო სადაზღვევო პაკეტის შეძენა. ხოლო, 1 მილიონი ყველაზე ღარიბი ადამიანი გაუმჯობესებულ სადაზღვევო პაკეტს მიიღებს.

"პატრიოტთა ალიანსის" სარეკლამო გაზეთში ჯანდაცვის პროგრამას მცირე ადგილი უკავია. აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანის მუნიციპალური კლინიკებითა და საავადმყოყოებით უზრუნველყოფას აპირებს, რომლებიც, სრულიად უფასოდ და ყოველგვარი დაზღვევის გარეშე მოემსახურება მოსახლეობას. "პატრიოტთა ალიანსის" წევრი გიროგი მაღლაკელიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მათი გეგმა საერთაშორისო სტანდარტია და მუნიციპალური კლინიკები და საავადმყოფოები ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით აშენდება.

"თავისუფალი დემოკრატების" ჯანდაცვის წინაასაარჩევნო პროგრამა პუნქტებად აქვთ გაწერილი, მათი მთავარი მიზანია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება ყველა დონეზე და საყოველთაოობის უზრუნველყოფა. პარტიის პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი ფინანსების სამართლიან განაწილებას ითვალისწინებს.

"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ჯანდაცვის პროგრამის მიზანია რეფერალურ-ჰოსპიტალური სისტემის აღდგენა, პოსტოპერაციულ მედიკამეტოზური რეაბილატიის საკითხი, ასევე სადაზღვევო სისტემის საყოველთაობა. ნაძალადევის მაჟორიტარი დეპურატი დიმიტრი ყიფიანი, მმართველი პარტიის ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებზე საუბრობს.

"საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა არასრულფასოვანია, რადგან არსებობს ორი ტიპის საყოველთაო დაზღვევა, საბაზისო და მინიმალური, რომელიც განსხვავებულ მომსახურებას სთვაზობს მოსახლეობას", - ამბობს დიმიტრი ყიფიანი.

მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" ჯანდაცვის პროგრამაში, საყოველთაო დაზღვევის სისტემის შენარჩუნებასა და ჯანდაცვის სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინანსების ზრდაზეა საუბარი. ერთ-ერთი მაგალითი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაა. "ქართული ოცნების" ახალი სახე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ განსაკუთრებული ყურადღება C ჰეპატიტის პრევენციას მიექცევა, "რათა მკურნალობის პარალელურად, დაავადების ელინიმაცია ანუ აღმოფხვრა მოხდეს."

პარტიების პროგრამებს ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი, ირაკლი სასანია აფასებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯანდაცვის პოლიტიკის კუთხით, არც ერთ პარტიას, არ წამოუდგენია:

"მნიშვნელოვანი ძირეული ცვლილებების მომტანი შემოთავაზება არც ერთ პარტიას არ წამოუდგენია. ეს არ არის პროგრამის წარდგენა, ეს არის რომელიღაც მიმართულებაზე აქცენტის გაკეთება, რაზეც მე ვიტყოდი, რომ წინასაარჩევნოდ არასერიოზულია."- განაცხადა ირალი სასანიამ.

სასანიას, თქმით, მიუხედავად იმისა, რომ, უცხოეთში არსებობს დაზღვევის მიზნობრივად გაცემის პრაქტიკა, საქართველოში ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც მაღალი შემოსავალი აქვს. ოდესღაც, უნდა მოხდეს, მოსახლეობის დიფერენციაცია, დაბალ და მაღალ შემოსავლის მქონე პირებად, მაგრამ ამისთვის ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი"

საქართველოს მოსახლეობა საკუთარ პოზიციას საპარლამეტო არჩევნებზე, 2016 წლის 8 ოქტომბერს დააფიქსირებს. თუ, რომელი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა აღმოჩნდება მათთვის სასურველი ამას არჩევნების შედეგებით შევიტყობთ.

ნარიტა ჩხაიძე

myquiz