ელენე ხოშტარია - ქვეყნაში მიმდინარე პროცესები აბსოლუტურად აცდენილია გაეროს ტრიბუნაზე გაჟღერებულ ინფორმაციასთან | Allnews.Ge

ელენე ხოშტარია - ქვეყნაში მიმდინარე პროცესები აბსოლუტურად აცდენილია გაეროს ტრიბუნაზე გაჟღერებულ ინფორმაციასთან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას განცხადებით, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები აბსოლუტურად აცდენილია გაეროს ტრიბუნაზე პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციასთან.

როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს შესაძლოა უკუშედეგის მომტანი იყოს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებები გაეროს 71-ე ასამბლეაზე

"გაეროს ტრიბუნა უმნიშვნელოვანესია, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენს დღის წესრიგზე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებზე ვისაუბროთ და საერთაშორისო ყურადღება მოვიზიდოთ, თუმცა ვერ მივაღწევთ მიზანს თუ ჩვენ არ გვექნება ძალიან თანმიმდევრული როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკა.

მაგალითად, ჩვენ თუ ძალიან მწყობრად და აქტიურად არ ვიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან ორმხრივად, არ გავაჟღერეთ მესიჯებს უკრაინაზე, რუსეთის საფრთხეებზე, მხოლოდ ერთი გამოსვლა გაეროში, რა თქმა უნდა, ამას არ უშველის. ამასთან, თუ ქვეყნის შიგნით ხდება ის, რასაც ვხედავთ - საკონსტიტუციო სასამართლოს სრული პარალიზება და პარალელურად გაეროში მართლმსაჯულების სისტების გაუმჯობესებაზე ვისაუბრეთ, ეს უკუეფექტის მომტანი იქნება," - განაცხადა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომებსა და საკუთარ არჩევანზე

myquiz