ნატო პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ბატალიონების განლაგებას 2017 წლის მაისიდან დაიწყებს | Allnews.Ge

ნატო პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ბატალიონების განლაგებას 2017 წლის მაისიდან დაიწყებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი პოლონეთსა და ბალტიისპირების ქვეყნებში ბატალიონების განლაგებას 2017 წლის მაისიდან დაიწყებს.

როგორც Wall Street Journal-ი წერს, ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ პეტრ პაველმა, ხორვატიაში, ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნების შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც გამოცემა წერს, მიმდინარე წლის მაისში დაგეგმილია 1 000 ამერიკელი სამხედროს გადასროლა, რომლებიც ამჟამად გერმანიაში იმყოფებიან.

ნატო-მ პოლონეთში, ესტონიაში, ლატვიასა და ლიტვაში ალიანსის დამატებითი ძალების განლაგების გეგმა მიმდინარე წლის ივლისში დაამტკიცა.

გეგმის თანახმად, რეგიონში 4 000-მდე სამხედრო განლაგდება.