”ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს” საიტზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა | Allnews.Ge

”ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს” საიტზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა

"ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს" ოფიციალურ საიტზე რაღაც ტიპის ჰაკერული შეტევა განხორციელდა, - ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, Iთ სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ვირუსია გავრცელებული.

"როგორც ამ ეტაპზე სპეციალისტები აცხადებენ "დემოკრატიული მოძრაობის" ოფიციალურ საიტზე რაღაც ტიპის ჰაკერული შემთხვევა განხორციელდა. გუშინ საღამოს საიტზე შესვლა ვერ ხერხდებოდა სმარტფონებიდან, ხოლო დღეს დილიდან უკვე კომპიუტერიდანაც ვეღარ ხერხდება საიტზე შესვლა. მთელი ღამის განმავლობაში IT სამსახური მუშაობდა, ჯერჯერობით შედეგს ვერ მიაღწიეს, Iთ სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ვირუსია გავრცელებული", - აცხადებენ პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, ზუსტად ასეთი შემთხვევა იყო ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპრეზიდენტო არჩევნების წინაც, მაშინ ეს შეტევა მოიგერიეს და პარტიაში იმედს გამოთქვამენ, რომ IT სამსახური ამას ახლაც მოახერხებს.

როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, ძალიან უცნაურად ემთხვევა ეს შემთხვევები წინასაარჩევნო პერიოდს და ასევე უცნაურად დაემთხვა პარტიის პროგრამის პრეზენტაციას.

myquiz