მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განხორციელდა | Allnews.Ge

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განხორციელდა

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შმადგენლობაში 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების გამო ცვლილებები განხორციელდა.

ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრად ლევან დავითაშვილი დაინიშნა. მთავრობის ახალი წევრები საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და ენერგეტიკის მინისტრმა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მეორე ნომერმა კახა კალაძემ არჩევნებში მონაწილეობის გამო თანამდებობები დღეს დატოვეს.

კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია. ერთ-ერთი ასეთი თანამდებობა მინისტრის თანამდებობაა.

myquiz