რამდენად ეფექტურადაა დაკომპლექტებული "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიები | Allnews.Ge

რამდენად ეფექტურადაა დაკომპლექტებული "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიები

არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი, შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების სიები საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. "ქართულმა ოცნების" პროპორციული სიის ათეული ასე გამოიყურება:

1. გიორგი კვირიკაშვილი, 2. კახა კალაძე, 3.ირაკლი კობახიძე, 4.თამარ ჩუგოშვილი, 5.გიორგი გახარია, 6.აკაკი ზოიძე, 7.თამუნა ხულორდავა, 8. რომან კაკულია, 9.სოფო ქაცარავა და 10.ირინა ფრუიძე.

სია ამომრჩეველს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც" წარუდგინა, რომლის პირველ ნომრად დავით ბაქრაძე დასახელდა, 2. ელენე ხოშტარია; (წარდგენილიაN2 (ვაკე) საარჩევნო ოლქში)3. რომან გოცირიძე; 4. ნიკანორ მელია;5. გიორგი ტუღუში;6. ოთარ კახიძე;7. სალომე სამადაშვილი;8. ირაკლი აბესაძე; (წარდგენილია N7(კრწანისი) საარჩევნო ოლქში)9. სერგი კაპანაძე;10. სერგო რატიანი; (წარდგენილია N21 (გლდანი) საარჩევნო ოლქში).

ექპერტების შეფასებით, მმართველი გუნდისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საარჩევნო სიის ასე დაკომპლექტება მოსალოდნელი იყო, რადგან პარტიები ადამიანური რესურსის დეფიციტს განიცდიან.

არჩილ გამზარდიას შეფასებით, "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიებს ერთმანეთს ერთნაირი კრიტერიუმებით ვერ შევადარებთ.

"როდესაც "ქართული ოცნების" ათეულს "ნაციონალური მოძრაობის" ათეულს ვადარებთ, გააჩნია, რა კრიტერიუმებით შევაფასებთ.

თუ ავიღებთ ოპონირების ეფექტურობითა და უტიფრობით, მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" ათეულში მყოფი სუბიექტები ბევრად უტიფრები და სატელევიზიო დებატებში ბევრად უფრო ეფექტურები არიან, გარდა ამისა, კონტაქტებით "ნაციონალური მოძრაობა" უფრო ეფექტურია, ვიდრე "ქართული ოცნება.

თუ ავიღებთ ნაკლებმავნებლობის კრიტერიუმს, ამ მხრივ "ქართული ოცნების" კანდიდატები გამოიჩევიან, ასევე მათი დადებითი მხარე გიორგი კვირიკაშვილის მიმართ საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულებაა," - აღნიშნა ექსპერტმა ALLNEWS.GE-სთან საუბარში.

კორნელი კაკაჩიამაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სუბუექტების გამოცდილების დადებით მხარეზე გაამახვილა ყურადღება.

"ფაქტია, რომ წარმატებას ორივე პარტია მიაღწევს და ეჭვიც არავის ეპარება, რომ ისინი პარლამენტში შევლენ. რაც შეეხება სიის შემადგნელობას, აშკარად ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობის პირველი ათეული შეიძლება უფრო გამოცდილი პოლიტიკოსებისგან შედგება, როდესაც "ქართული ოცნების" სიაზე იმავეს ვერ ვიტყვი, რადგან აქ, ძირითადად, ახალი სახეები ჭარბობენ, რომელთაც პოლიტიკასთან აქტიური შეხება არასოდეს არ ჰქონიათ. აქედან გამომდინარე, მათ დასჭირდებათ გარკვეული დრო, რომ ქართულ ოცნებაში დაიმკვიდრონ თავი"-განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

კაკაჩიას მსგავსად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ სიის გამოცდილი სახეებით დაკომპლექტებას პოზიტიურად აფასებს გია ნოდიაც.

"ნაციონალური მოძრაობის" ეს სია წინა სიებთან შედარებით განახლებულია, მაგრამ, როგორც ვხედავთ, პოლიტიკური გამოცდილების მქონე სუბიქტებითაა დაკომპლექტებული, რაც ზოგმა ნაკლად ჩათვალა, მაგრამ, ჩემი აზრით, პირიქით, ეს მათი პოზიტიური მხარეა."ქართულმა ოცნებამ," როგორც ჩანს, ასევე პირველი ათეულის ახალი სახეებით დაკომპლექტება სცადა და წარადგინა ისეთი ადამიანები, რომელთაც დასავლური განათლება აქვთ, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, რადგან ჩვენ არ ვიცით მათი საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ"- განაცხადა პოლიტოლოგმა.

ამჟამინდელი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობას 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მიიღებენ. ექსპერტები შეფასებით, ისინი სრული უმრავლესობით იქნებიან პარლამენტში წარმოდგენილები.

myquiz