ბათუმში "გირჩის" ოფისს კვერცხები ესროლეს | Allnews.Ge

ბათუმში "გირჩის" ოფისს კვერცხები ესროლეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე "გირჩის" ოფისს კვერცხები ესროლეს. ინცინდენტი სავარაუდოდ, ღამით მოხდა.

როგორც ახალი პოლიტიკური ცენტრის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ბარამიძემ განაცხადა, ამ ფორმით ოფისზე თავდასხმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

ბარამიძეს ეჭვი აქვს, რომ კვერცხები ოფისს პოლიტიკურმა ოპონენტებმა "ქართული ოცნებიდან" დაუშინეს.

"ამ დილას დაგვხვდა ასეთი სამარცხვინო სურათი.

10-მდე კვერცხია ნასროლი ოფისის კარზე, ფასადსა და ფანჯრებზე.

ამ ამბავს, ბუნებრივია, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ვუკავშირებთ და ეჭვი გვაქვს, რომ სახელისუფლებო შტოს ნამოქმედარია. როცა ქალაქის ცენტრში პოლიტიკური პარტიის ოფისზე ხდება თავდასხმა, ეჭვი გვიჩნდება მთავრობის მიმართ, იმიტომ რომ მთავარ ოპონენტად "ქართულ ოცნებას" განვიხილავთ და ალბათ ისიც ასე ფიქრობს", - აღნიშნა ირაკლი ბარამიძემ.

მისივე თქმით, ოფისს ვიდეო კონტროლი არ აქვს და ჯერჯერობით დაუდგენელია ვინ ესროლა კვერცხები ოფისს.

myquiz