ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო | Allnews.Ge

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.

შესაბამისი ინფორმაცია აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ვებ-ვერდზე გავრცელდა. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დელეგაციას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია ხელმძღვანელობს. მათ მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტ ბაკო სააკიანს მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის 25 წელი მიულოცეს.

"მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ ურთულესი გზა გაიარა მთავარ მიზნამდე - რესპუბლიკის დამოუკიდებლობამდე მისაღწევად. აფხაზებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დღეს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის გვერდით ყოფნა", -განაცხადა გაბნიამ. მანვე იმედი გამოთქვა, რომ მთიან ყარაბაღთან ურთირთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტი გრძელდება და საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია "სამხრეთ ოსეთისა" და არაღიარებული დნესტრიპირეთის ე.წ. დელეგაციების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის სოციალურ ქსელში აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამ "ფეისბუქში" ფოტოები გაავრცელა, სადაც არაღიარებული სახელმწიფოების დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგიანიც ფიგურირებს.

myquiz