"ოცნების" რიგებს ლევან კობიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი და გათავისუფლებული ლევან გოგიჩაიშვილი შეუერთდნენ | Allnews.Ge

"ოცნების" რიგებს ლევან კობიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი და გათავისუფლებული ლევან გოგიჩაიშვილი შეუერთდნენ

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის საზოგადოების სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლებიც არიან.

უფრო კონკრეტულად, "ოცნების" რიგებს შეუერთდნენ ფეხბურთელები ლევან კობიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი. ასევე დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ლევან გოგიჩაიშვილი.

გამარჯვების შემთხვევაში, პირობას ვდებ, რომ რწმენით და სიმართლით ვემსახურები ჩემს ქვეყანას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვაკის მესამეოლქში ზაზა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ზაზა ხუციშვილის თქმით, ის სფეროები, რომელშიც მას ჰქონდა გამოცდილება, ფართოა.

"ეს არის კულტურის, სპორტის სფერო. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო მარტივი, რადგან ვარ მოქმედი და აქტიური მუსიკოსი, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ასპარეზზე ქვეყნის მსახურება არის ძალიან დიდი პატივი. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პირობას ვდებ, რომ რწმენით და სიმართლით ვემსახურები ჩემს ქვეყანას", - აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ის არის აქტიური მონადირე, რომელიც ყოველთვის იცავს ნადირობის კანონებს და ამ მიმართულებითაც შეუძლია აქტიური იყოს. "გარემოს დაცვის საქმეებიც მოსაგვარებელია", - განაცხადა ხუციშვილმა.

რაც შეეხება ლევან კობიაშვილს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენა დეპუტატად არჩევის შემთხვევაშიც შეეძლება.

როგორც სფფ-ში განაცხადეს, კანონმდებლობა დეპუტატობის პარალელურად რომელიმე სპორტული ფედერაციის პრეზიდენტობას არ კრძალავს.

"ქართულმა ოცნებამ" ლევან კობიაშვილი გლდანში, 21-ე ოლქში მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

პარტია "ქართულმა ოცნებამ" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გუშინ წარადგინა. კანდიდატები მთაწმინდის პარკში გამართულ ღონისძიებაზე თავად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა.

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:

1. გლდანში, მე-20 ოლქში, კობა კობალაძე.

2. გლდანში, 21-ე ოლქში, - ლევან კობიაშვილი.

3. გლდანში, 22-ე ოლქში - ლევან კობერიძე.

4. დიდუბეში, მე-15 ოლქში - ზაზა პაპუაშვილი.

5. დიდუბეში, მე-16 ოლქში - ილია წულაია.

6. ვაკეში, მე-2 ოლქში - ბიძინა გეგიძე.

7. ვაკეში, მე-3 ოლქში - ზაზა ხუციშვილი.

8. ისანში, მე-8 ოლქში - ირაკლი აბუსერიძე.

9. ისანში, მე-9 ოლქში - დავით ჭიჭინაძე.

10. ისანში, მე-10 ოლქში - ბექა ნაცვლიშვილი.

11. კრწანისში, მე-7 ოლქში - ბექა ოდიშარია.

12. მთაწმინდაზე, 1-ელ ოლქში პარტია მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.

13. ნაძალადევში, მე-17 ოლქში "ქართული ოცნებიდან" კენჭს სოფო კილაძე იყრის.

14. ნაძალადევში, მე-18 ოლქში - მიხეილ ყაველაშვილი.

15. ნაძალადევში, მე-19 ოლქში - ზაზა გაბუნია.

16. საბურთალოზე, მე-4 ოლქში - მამუკა მდინარაძე.

17. საბურთალოზე, მე-5 ოლქში - ნინო გოგუაძე.

18. საბურთალოზე, მე-6 ოლქში - ლევან გოგიჩაიშვილი.

19. სამგორში, მე-11 ოლქში - გიორგი მოსიძე.

20. სამგორში, მე-12 ოლქში - მარიამ ჯაში.

21. სამგორში, მე-13 ოლქში - შოთა ხაბარელი.

22. ჩუღურეთში, მე-14 ოლქში კი გია ვოლსკი.

myquiz