დავით უსუფაშვილმა პარლამენტის მთავარი პრობლემა დაასახელა | Allnews.Ge

დავით უსუფაშვილმა პარლამენტის მთავარი პრობლემა დაასახელა

"ამ პარლამენტის მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მან აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის ელემენტარული უნარ-ჩვევები სათანადოდ ვერ გამოავლინა," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება იმას არ ნიშნავს, რომ შემდგომ დანარჩენი თვეები და წლები საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის პიარ-ჯგუფად უნდა ჩამოყალიბდე. ამ თვალსაზრისით, უმრავლესობაში ძალიან ბევრს აშკარად გვაკლდა საპარლამენტო საქმიანობის უნარ-ჩვევები, ბევრი პირველად ვიყავით პარლამენტში და ვსწავლობდით, ბევრს სწავლის სურვილი საერთოდ არ ჰქონდა, ბევრი სხვა რამით იყო დაკავებული - ამ ნაწილში გვაქვს სერიოზული პრობლემა," - ამბობს უსუფაშვილი.

მისი აზრით, დღევანდელი პარლამენტი ადგილს დაიმკვიდრებს, როგორც გარდამავალი ეპოქის პარლამენტი და მისი ავ-კარგიანობა უფრო მომავალი პარლამენტის რაობით შეფასდება, ვიდრე დღევანდელი მდგომარეობით.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პოლიტიკური პროცესის ოთხწლიანი ციკლის მნიშვნელოვანი შედეგი არის თავისუფალი და მრავალპარტიული პარლამენტი, იმ პარლამენტების შემდეგ, რომელშიც საერთოდ არაფერი ხდებოდა.

შეგახსენებთ, რომ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეა და უფლებამოსილება არჩევნებამდე, ორ თვეში შეუწყდება.

ის "რესპუბლიკური პარტიის" შემადგენლობაში, 2016 წლის არჩევნებში აპირებს  მონაწილეობის მიღებას.

myquiz