ოკუპირებულ აფხაზეთს ახალი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ჰყავს | Allnews.Ge

ოკუპირებულ აფხაზეთს ახალი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ჰყავს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად ბესლან ბარციცი დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ მოაწერა ხელი.

ხაჯიმბას თქმით, ე.წ. საკადრო ცვლილებები იქამდე გაგრძელდება, სანამ მთავრობა ეფექტურ მუშაობას არ დაიწყებს.

ბესლან ბარციცი მიმდინარე წლის მაისიდან ხაჯიმბას ე.წ. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

myquiz