დიმიტრი ქუმსიშვილი პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა | Allnews.Ge

დიმიტრი ქუმსიშვილი პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციიდან გვაცნობეს, შესაბამისი განკარგულება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამოსცა.

დღემდე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტში ორი ვიცე-პრემიერის თანამდებობა არსებობდა, რომელსაც დიმიტრი ქუმსიშვილი და კახა კალაძე იკავებდნენ.

myquiz